Monday, 19 November 2018


რეფლექსია
ჩემი ტრეინინგის მიზანს წარმოადგენდა, გამეღრმავებინა ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, რომელიც დამეხმარებოდა გაკვეთილის ეფექტიანად წარმართვაში,ეფექტური გაკვეთილი კი მოსწავლეებში ამაღლებს სასწავლო მოტივაციას.
ტრინინგზე განვიმტკიცე იმ პროგრამებზე მუშაობა როგორიცაა wordi , excel. Power point.მიუხედავად იმისა რომ გარკვეულწილად ვფლობდი ამ პროგრამებში სამუშაო უნარებს,ვისწავლე ამ პროგრამების განახლებულ ვერსიებზე საინტერესო რესურსის შექმნა.ყოველთვის მომწონდა სხვის მიერ შექმნილი ისეთი სასწავლო რესურსი, რომელიც მოიცავდა ანიმაციას,რადგან დაწყებით საფეხურზე მსგავსი რესურსი მოსწავლეებზე ყოველთვის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს,საბოლოო ჯამში კი ეს დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე. 
მიღებული ცოდნის დახმარებით ახლა დამოუკიდებლად შევძლებ შევქმნა მრავალფეროვანი პრეზენტაცია,ასევე ხმოვანი რესურსი,გახმოვანებული ანიმაციებით შესაძლებელია დავასწავლოთ ბავშვს ნებისმიერი მოთხრობა,ლექსი...ასევე ძალიან საინტერესო იყო ბლოგის შექმნა, ვიწავლე ბმულის ჩაშენება,რესურსის ატვირთვა...დღეიდან შევძლებ გამოვაქვეყნო ჩემ მიერ განხორციელებული საქმიანობა.
ტრენერი მაქსიმალურად ცდილობდა დაგვემახსოვრებინა თითოეული  ქმედება რაც სიახლეს წარმოადგენდა ,პასუხობდა ყველა დასმულ კითხვას და ვთვლი რომ ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო ეს ტრეინინგი.მსგავსი ტრეინინგები ძალიან დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში.

No comments:

Post a Comment